Reflectლევან მოლაშვილი · ფსიქოლოგი

ACT · CBT · ინტეგრირებული ფსიქოთერაპია

მოდი, ჯერ უბრალოდ ვისაუბროთ — და ერთად გავარკვიოთ, რა დაგეხმარება

ჩემი ციფრული ასისტენტი გიპასუხებს კითხვებზე: როგორ ვმუშაობ, რა ღირს შეხვედრა, სად მდებარეობს კაბინეტი — და დაგეხმარება გაიგო, ვარ თუ არა შენთვის შესაფერისი სპეციალისტი.

ლევან მოლაშვილი

„ჩემთვის მთავარია, რომ პირველივე ნაბიჯი იყოს უსაფრთხო და ნათელი.“ — ლევანი

ლევანის ფსიქოთერაპიის კაბინეტი: ლურჯი სავარძლები, ფანჯარა და ხალიჩა
ლევანის ასისტენტიAI ასისტენტი · საუბარი არ ინახება
მოგესალმები ლევანის კაბინეტში! მე მისი ციფრული ასისტენტი ვარ. მოკალათდი და მითხარი, რით შემიძლია დაგეხმარო.
ლევანის კაბინეტის კარი
ლევან მოლაშვილიფსიქოლოგი · ფსიქოთერაპია
კარი გაიღება და საუბარს დავიწყებთ

ეს არის AI ასისტენტი და არა ფსიქოთერაპევტი. ის არ სვამს დიაგნოზს და არ გაძლევს მედიკამენტების რჩევას. თუ საფრთხეში ხარ, დარეკე 112-ზე.

01

ესაუბრე ასისტენტს

მოუყევი, რა გაწუხებს — იმდენი, რამდენიც გინდა. სახელის თქმა საჭირო არ არის.

02

გაარკვიე, ვარ თუ არა შენთვის

თუ ჩემი მიმართულება შენ არ გერგება, ასისტენტი შესაფერის სპეციალისტს ან რესურსს გირჩევს.

03

ჩაეწერე შეხვედრაზე

აირჩიე დრო ჩემს კალენდარში — დადასტურება ელფოსტაზე მოგივა.

ვისთან ვმუშაობ

შეიძლება დაგეხმაროთ, თუ…

  • გაწუხებს შფოთვა, პანიკის შეტევები ან მუდმივი დაძაბულობა
  • გრძნობ დაღლილობას, გადაწვას ან დაბალ თვითშეფასებას
  • ურთიერთობებში ან ცხოვრების რთულ ეტაპზე ხარ
  • გინდა, ისწავლო რთულ ფიქრებთან და ემოციებთან ახლებურად ცხოვრება

უკეთესი იქნება სხვა სპეციალისტი, თუ…

  • დახმარება მოზარდს სჭირდება (ვმუშაობ მხოლოდ ზრდასრულებთან)
  • საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაცია ან მედიკამენტური მკურნალობა
  • საქმე ფსიქოზური სპექტრის მდგომარეობას ეხება

ასეთ შემთხვევაში ასისტენტი გირჩევს, ვის მიმართო.

მომსახურების პირობები

სერვისიფსიქოკონსულტირებაზრდასრულებისთვის
ერთი სესია50 ₾ხანგრძლივობა — 1 საათამდე
ფორმატიკაბინეტში ან ონლაინაირჩიე, რაც შენთვის მოსახერხებელია
მისამართიკოტე მახარაძის ქ. N1, თბილისი 0162ცენტრი „ინსაიტი“რუკაზე ნახვა →

ჩაწერა ორ წუთში

აირჩიე თავისუფალი დრო ჩემს კალენდარში — კაბინეტში ან ონლაინ. ჩანაწერი ავტომატურად დაემატება კალენდარში და დადასტურება ელფოსტაზე მოგივა.

ლევან მოლაშვილი თავის კაბინეტში ლევანი კაბინეტში ვარჯიშს ხსნის

ჩემ შესახებ

ვარ ფსიქოლოგი. ვსწავლობ ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიას და ჩემს მუშაობაში ძირითადად ACT-სა (მიღებისა და ვალდებულების თერაპია) და CBT-ს ვეყრდნობი. ACT მეხმარება, რომ ადამიანმა რთულ ფიქრებთან ბრძოლის ნაცვლად ისწავლოს მათთან ერთად იმ ცხოვრებისკენ სიარული, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია.

სესიებზე ხშირად ვიყენებ მარტივ, ხელშესახებ ვარჯიშებს, რომ რთული იდეები ცხოვრებაში გამოსაყენებელ ნაბიჯებად იქცეს.

ჰკითხე ასისტენტს

ჩემი გზა

ელექტრონული კომერციიდან ფსიქოთერაპიამდე

ჩემი პირველი პროფესია ელექტრონული კომერციაა. ვარ ონლაინ კომერციის ასოციაციის წევრი და არაერთხელ მისაუბრია კონფერენციებზე, მათ შორის eCommerce Day Georgia-ზე. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რა მნიშვნელოვანია მკაფიო კომუნიკაცია, ნდობა და ადამიანის რეალური საჭიროების მოსმენა. დღეს ამ ყველაფერს ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში ვიყენებ.

ლევანი სპიკერად eCommerce Day Georgia-ზე ლევანი კონფერენციაზე გამოსვლისას
ფსიქოლოგიის ბაკალავრის დიპლომი, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი

განათლება

ფსიქოლოგიის ბაკალავრი, 2024ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი · დიპლომი აპოსტილით
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიაინტეგრაციული ფსიქოთერაპიის აკადემია · სწავლის პროცესში
ტრენინგები და კურსებისაზრისზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია (ლოგოთერაპია), 20 აკად. საათი, CALEA, 2026 · Flash ტექნიკის ტრენინგი (Four Blinks Version), EMDR Cleveland / EMDR Kazakhstan, 2025 · Journal Therapy Coach და Ikigai Coach, Certified Excellence, 2025

სერტიფიკატები

სერტიფიკატი: საზრისზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია
საზრისზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიაკავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია · 2026
სერტიფიკატი: Flash ტექნიკის ტრენინგი
Flash ტექნიკის ტრენინგიEMDR Cleveland · EMDR Kazakhstan · 2025
სერტიფიკატი: Journal Therapy Coach
Journal Therapy CoachCertified Excellence · 2025
სერტიფიკატი: Ikigai Coach
Ikigai CoachCertified Excellence · 2025

სერტიფიკატებზე პირადი საიდენტიფიკაციო ნომრები დაფარულია.